„საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთერთ საუკეთესო შედეგს იძლევა. საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენ გამოცდილება ბევრი“ – Contrepoints.org

გამოცემა contrepoints.org-ი სტატია გამოქვეყნდა, სათაურით – „ვინ არის ყველაზე გულუხვი დონორი ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში?“.

საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენ გამოცდილება ბევრი სხვა ქვეყნისგან უნდა გავიზიაროთ, რათა გავაუმჯობესოთ პანდემიისადმი ახლანდელი და სამომავლო რეაგირება ორივე ჭრილში- მთავრობის ძალისხმევისა და სამოქალაქო საზოგადოების გულუხვობის გათვალისწინებით..

ეს (ბიძინა ივანიშვილის) განსაკუთრებით დიდი შემოწირულობა თავისუფლად შეიძლება ყურადღებას იქეთ მიმართავდეს, თუ როგორ შეძლო საქართველომ ეპიდემიის ამგვარი მართვა.
აუცილებელია სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან ვისწავლოთ , თუ როგორ შეიძლება გლობალური პანდემიისთვის თავის გართმევა.

როდესაც ევროპის ქვეყნები ამ მასშტაბის პანდემიას პირველად ებრძვიან უახლეს საუკუნეში, ბევრის მზერა ისეთი ქვეყნებისკენაა მიმართული, როგორიც ტაივანი და სამხრეთ კორეაა, რათა სწრაფად განხორციელდეს ქმედებები 2003 წლის SARS ეპიდემიიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე. თუმცა საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენ გამოცდილება ბევრი სხვა ქვეყნისგან უნდა გავიზიაროთ, რათა გავაუმჯობესოთ პანდემიისადმი ახლანდელი და სამომავლო რეაგირება ორივე ჭრილში – მთავრობის ძალისხმევისა და სამოქალაქო საზოგადოების გულუხვობის გათვალისწინებით.

საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთერთ საუკეთესო შედეგს იძლევა.

საქართველოში სიტუაცია იმითაა ყველაზე განსაკუთრებული, რომ მისი ერთი მეზობელი ირანია, რომელსაც ეპიდემიის მსხვილ ცენტრად მოიაზრებენ მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. ამიტომ ისმის კითხვა: რატომ იქონია საქართველოზე ასეთი მცირე ეფექტი ახალმა კორონავირუსმა? აშკარაა, რომ განხორციელებული ზომების ტემპი იყო გადამწყვეტი.

2020 წლის 22 იანვრის მდგომარეობით ყველა ჩამომსვლელს სხეულის ტემპერატურას უკონსტოლებდნენ ქვეყანაში; 28 იანვარს ეპიდემიის ეპიცენტრებიდან – ჩინეთიდან და ირანიდან- ფრენები აიკრძალა. შედარებისთვის გეტყვით, რომ 1 თებერვალს შენგენის ზონის25 ქვეყანაში – საფრანგეთის გარდა – ვიზების გაცემა შეწყდა ჩინეთის მოქალაქეებზე. ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მომავალ საქართველოს მოქალაქეს სასაზღვრო კონტროლის დროს ახალი კორონავირუსის სიმპტომები დაუდგინდა26 თებერვალს და მყისიერად მოხდა მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ლაბორატორიული ტესტირება ჩაუტარდა და დადებითი პასუხი იქნა მიღებული. სწორედ ამ დღეს ფეხბურთის მატჩი ჩატარდა ლიონის ოლიმპიკსა და ტურინის იუვენტუსს შორის, რომელსაც 3000 იტალიელი ქომაგი ესწრებოდა. საქართველოში მარტში ყველა სკოლა, სათხილამურო კურორტი, სასტუმრო, რესტორანი, კაფე-ბარი და ყველა ბიზნესი დაიხურა და გადაწყდა, რომ ორ ტერიტორიაზე გამოცხადებულიყო კარანტინი ვირუსის გავრცელების რისკის გამო”.

კომენტარები