საქართველო ოსკარზე რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმს – „შინდისი“ წარადგენს

საქართველო ოსკარზე რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმს – „შინდისი“ წარადგენს.

გადაწყვეტილება რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12 კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება.  ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

კომენტარები