„სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა“-ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციასაც ეხმაურება:

-„ჩვენი კრიზისი არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან ბრძოლა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისად საღდება. მნიშვნელობა არ აქვს ის ფორმალურად რომელი ქვეყნის მოქალაქეა და ზუსტად იგივე დაინახა ვენეციის კომისიამ. მან თქვა, – პარტიის შექმნის პროცესში შეიძლება გქონდეს დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევისგან და არა წევრობის დროს. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივაც უარყოფითად იყო შეფასებული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა“.

ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

კომენტარები