სიზმრის წყალობით ამერიკელმა ქალმა ჯეკპოტი მოხსნა

ამერიკის ვირჯინიის შტატის ქალაქ პიტერსბერგის მცხოვრებმა როუზ ჯეტერმა გადაწყვიტა დაეჯერებინა სიზმრისთვის და შედეგად 100 ათასი დოლარით გამდიდრდა. ერთხელ ამერიკელ ქალბატონს დაესიზმრა ციფრების კომბინაცია 7-12-14-21-27. დაიმახსოვრა და გადაწყვიტა, გაერისკა, იუწყება korrespondent.net

ჯეტერმა დამახსოვრებული ციფრები ჩაწერა ახალი წლის წინ ნაყიდ ლატარიის ბილეთში. შედეგად 100 ათასი დოლარის მფლობელი გახდა.

მანამდე კი კიდევ ერთმა ამერიკელმა მამაკაცმა მოხსნა ჯეკპოტი სიზმარში ნანახი ციფრების წყალობით და 500 ათასი დოლარით გაამდიდრა ოჯახი.

წყარო: korrespondent.net

კომენტარები