„სიმართლე გითხრათ, ჩემში ორი რამ იბრძვის – შინაგანი ბრძოლა მაქვს, რომ საკადრისი პასუხი გავცე იმ ხალხს, ვინც ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფას“-ალეკო ელისაშვილი

დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„სიმართლე გითხრათ, ჩემში ორი რამ იბრძვის. ერთი, ჩვეულებრივი ალეკო ელისაშვილი და მეორე, პოლიტიკოსი. ერთი მეუბნება, თვალებში ძალიან მკაცრად უნდა ჩავხედო იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში შემოსვლისთვის გვლანძღავდნენ, ამბობდნენ, – არასოდეს შემოვიდოდნენ, მაგრამ ვნახეთ, – შემოდიან. ამისთვის მინდა, მათ თვალებში ჩავხედო და პასუხი ვაგებინო. პირველ ნაწილს მეორე – პოლიტიკოსი ებრძვის, რადგან როცა პოლიტიკაში წავედი, თავს პირობა მივეცი, ხალხსა და ქვეყანაზე უნდა მეფიქრა. ეს ორი ერთმანეთს ხელს შეუშლის და ბრძოლაში ვარ. შინაგანი ბრძოლა მაქვს, – საკადრისი პასუხი გავცე იმ ხალხს, ვინც ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფას გვაყენებდა“.

კომენტარები