„სინოფარმი“ – ვისთვის არ შეიძლება ამ ვაქცინის გაკეთება?… ვაქცინაციის სავალდებულოდ გახდა, რაც ყოვლად დაუშვებელია!

პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე წერს:
-„მადლობა Tamar Zhamurashvili
„სინოფარმი“
ჯანმოს ავტორიზაცია!
ბევრი მეკითხება და არ იქნება სამართლიანი, ჩემი პირადი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაგიზიაროთ.
„სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევები იმდენად მწირია, ნამდვილად მიკვირს ჯანმო-ს მიერ მისი ავტორიზაცია.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ:
ამას „საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია“ ეწოდება. დღევანდელ დღეს კი ნამდვილად საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილებაც გამოუვალ სიტუაციას უნდა მივაწეროთ.
 ჯანმო-ს მიერ ავტორიზირებულ მედიკამენტებს/ვაქცინებს ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც საკუთარი სააგენტო მედიკამენტების ავტორიზაციისთვის, ისეთი როგორიცაა EMA ევროპის ქვეყნებისთვის და FDA აშშ-თვის არ გააჩნიათ.
შესაბამისად ჯანმო-ს ავტორიზაცია არ ნიშნავს, რომ სინოფარმის ვაქცინა ავტომატურად ევროპის ქვეყნებში ან ამერიკაშიც დაშვებულია. ამისთვის უნდა დაველოდოთ EMA-სა და FDA-ს გადაწყვეტილებებს.
ქვემოთ მოყვანილია მონაცემები, რომელიც ჩინეთმა ჯანმო-ს წარუდგინა ავტორიზაციის გადაწყვეტილების მისაღებად.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული კვლევევბი ვერ ამტკიცებენ ეფექტურობას:
✅ COVID-ის მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ‼
✅ SARS-CoV-2-ის ახალი მუტაციების წინააღმდეგ‼
✅ თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში‼
✅ 60წ-ზე უფროს ადამიანებში‼
ვიმეორებ, არ ვიცით საერთოდ როგორ მოქმედებს და ეფექტურია თუ არა „სინოფარმის“ ვაქცინა COVID-ის მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში, 60წ-ზე უფროს ადამიანებში და ახალი მუტაციების წინააღმდეგ‼
კვლევებში მონაწილეთა უმრავლესობა მამრობითი სქესისაა, შესაბამისად ვაქცინის ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში შეზღუდულია.
‼ კვლევის საშუალო ხანგრძლივობა 112 დღეს შეადგენს. შესაბამისად, არ ვიცით რა ხდება 112 დღის შედეგ. ამ 112 დღის განმავლობაშიც კი ეფექტურობა სხვადასხვა მონაცემებით 50 დან 79%-მდე მერყეობს.
რჩევა:
✅ ვინაიდან გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებით და საქართველოში სინოფარმის ვაქცინა შემოვიდა, ჭკვიანური იქნება, თუ მოცემული ვაქცინა არ გაუკეთდებათ (ახალი მტკიცებულებების გამოჩენამდე):
‼ 60 წელს გადაცილებულ პირებს
‼ თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებს
‼ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
‼ ბავშვებს ≤ 18წ
‼ შეზღუდულად იქნება გამოყენებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში.
‼ აქვე დავძენ, თუკი ვაქცინაცია ქვეყანაში სავალდებულო გახდება უნდა მოხდეს ხალხის ეფექტური და ხარისხიანი კვლევებით გამოცდილი ვაქცინით უზრუნველყოფა. „სინოფარმით“ ვაქცინაციის სავალდებულოდ გახდა, რაც ყოვლად დაუშვებელია!
გისურვებთ ჯანმრთელობას‼
https://www.who.int/publications/i/item/WHO-2019-nCoV-vaccines-SAGE-recommendation-COVID-19-vaccine-BIBP-background?fbclid=IwAR3ZuBPjifcWC9avfn2ruUf9i0NviaQw6yySwZ-VicLxwolnNoWmvOyD8s4
კომენტარები