„სირცხვილია, ვეტერანების სამშობლოსთვის თავგანწირვა მხოლოდ 22 ლარი ღირს“-ალეკო ელისაშვილი

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრს მიმართა:

-„სირცხვილია, ვეტერანების სამშობლოსთვის თავგანწირვა მხოლოდ 22 ლარი ღირს. ზუსტად ამდენ თანხას იღებენ ვეტერანები თვიდან თვემდე. 37 მილიონი ლარია საჭირო იმისთვის,  სულ მცირე 100 ლარამდე გაიზარდოს ეს დახმარება, არც 100 ლარი არის ღირსეული თანხა, ესეც სამარხცვინოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაცაა, რომ ამ ადამიანებმა იფიქრონ, ტყუილად არ დასახიჩრებულან, ტყუილად არ შეუშვერიათ მოწინააღმდეგისთვის შუბლი. იქნებ მოიძიოთ ეს თანხა, მითუმეტეს, თუ ბიუჯეტის კორექტირებას აპირებთ“.

კომენტარები