სკოლისაკენ მიმავალ გზაზე 9 ბავშვი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა

ავღანეთის სკოლის მოწაფეები დაიღუპნენ გზაზე ნაღმის აფეთქების შედეგად ქვეყნის ჩრდილო-აღმისავლეთ ნაწილში, ტაჯიკეთის საზღვრის სიახლოვეს. ცხრა ბავშვი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

დაუსაბუთებელი ინფორმაციით გზა თალიბანის მებრძოლებმა დანაღმეს. ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, როცა პროვინცია ფარიაბში სახლთან ახლოს მოთამაშე რვა ბავშვს ტერორისტების მიერ გზაზე დაგებული ნაღმი აუფეთქდა. ამ გაზაფხულს ანალოგიურ სიყუაციაში შვიდი ბავშვი დაიღუპა გაზნის პროვინციაში.

წყარო: vesti.ru

კომენტარები