„სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან საქართველოს საელჩოში დარეკეს – არასწორად ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და რომ ისინი ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ საკუთარ წუხილს“ -დავით ზალკალიანი

-„ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით დარეკა, მისი სახელით გამოთქვა წუხილი, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც, მათი განმარტებით იყო არასწორად ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და რომ ისინი ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ საკუთარ წუხილს. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საელჩოს სთხოვა, აღნიშნული პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის.

მინდა, დავიჯერო, რომ ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული მედიაში და ის წუხილი, რაც გამოხატა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იმ ზარში, რომელიც განხორციელდა საელჩოში სულ ცოტა ხნის წინ, არის გულწრფელი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზალკალიანმა.

კომენტარები