სოსო მანჯავიძე: აშკარაა, ვახო სანაიას შეცნობის შედეგად ისინი ჩავარდნენ აფექტურ მდგომარეობაში!

 – “ადამიანები, რომლებიც თავიანთი კეთილი ნებით ეხმარებოდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ თანამოქალაქეს,არავითარ თავდასხმას არავიზე არ გეგმავდნენ.
აშკარაა, ვახო სანაიას შეცნობის შედეგად ისინი ჩავარდნენ აფექტურ მდგომარეობაში.
აფექტი ორნაირია-პათოლოგიური და ფიზიოლოგიური.
პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მთლიანად ეკარგება უნარი, გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მნიშვნელობა, გაითვალისწინოს შედეგი, რომელიც ქმედებას შეიძლება მოჰყვეს და უხელმძღვანელოს მას. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირი განიხილება, როგორც შეურაცხადი, რომელიც კანონის თანახმად, თავის ნამოქმედარზე პასუხს არ აგებს. პათოლოგიური აფექტისაგან განსხვავებით, ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ შესუსტებული აქვს თვითკონტროლისა და ქმედების ხელმძღვანელობის უნარი, ამიტომ მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მსუბუქდება, მაგრამ არ გამოირიცხება.
ქართულმა ტელევიზიებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ თავის კოჰაბიტირებულებიანად მთელი ერი ჩააგდო აფექტურ მდგომარეობაში, რომელიც სულ მალე ფიზიოლოგიურიდან პათოლოგიურში გადაიზრდება.
გარდა ამისა, მოსახლეობას მიეწიოდება მხოლოდ ვახო სანაიას სუბიექტური ვერსია მომხდარის შესახებ, ხოლო
ეს სუბიექტი რომ სიცრუითა დაა მიკერძოებით არსებობს თავის კოლეგებთან ერთად, ყველამ ვიცით,
რაც შეეხება ამ გაუაზრებელ განცხადებებს ჟურნალისტებზე ძალადობის დაუშვებლობაზე.
კი მაგრამ სხვა პროფესიის ადამიანებზე ძალადობა დაშვებულია?
ან ჟურნალისტების მიერ განხორციელებული მორალური ძალადობა, ცილისწამება, დამცირება, ეკლესიაზე გამოცხადებელი ნადირობა დასაშვებია?
მთელი ერი რომ მოწამლეს ფეიკ-ნიუსებით, ეს დასაშვებია?
და საერთოდ.
როდესაც აქ გამწარებულები წერთ, რომ სამშობლოს გამყიდველები, გარეჯის გადაცემის გამპრავებლები და ნაცების უკან დაბრუნების მოსურნეები, ქვეყნის მტრები არიან და მეორე წუთში ამ ყველაფრის მთავარ ინსტრუმენტს, გაყიდულ მედიას ხელშეუვალად აცხადებთ, ვერ ხედავთ წინააღმდეგობას?
მართლაც გასაოცარია.
დაეწყვნენ და ლამის ლინჩის წესით უპირებენ იმ სამ ადამიანს გასამართლებას, ხოლო მშვენიერ ფორმაში მყოფი სანაია სრულიად ამაზრზენად იმუქრება ღია ეთერში.
..ვაჰ, სოფელსა ამას და მისთა მდგმურთა, ბოროტების და სიცრუვის ჭურთა”‘-და შემდეგ, როგორც ტექსტშია”
 – წერს სოსო მანჯავიძე
კომენტარები