სოფელ ფარეხასთან ავტოკატასტროფა მოხდა. დაღუპულია და-ძმა

ახალციხე – ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან მომხდარმა ავტოკატასტროფამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„მერსედესის” მარკის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.  დაღუპულები არიან მსუბუქ ავტომაქანაში მსხდომი და-ძმა – 21 წლის დავით და 30 წლის მთვარისა ბალახაშვილები. მათი  დედა – ნელი ბალახაშვილი მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები