სრულიად საქართველო ულოცავს ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს:
-„გილოცავთ! ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ქალაქის მერი კახა კალაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს:
-„ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება – ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირი მოიგო.
ვულოცავ ნიკა ბასილაშვილს და მთელ საქართველოს ამ დიდ წარმატებას!“ – წერს კახა კალაძე.
-„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრწყინვალე გამარჯვებას! ამ ტურნირში მან უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა და საამაყო შედეგს მიაღწია! წარმატებები ქართველ ჩოგბურთელს! #გვეამაყება“ – წერს  არჩილ თალაკვაძე.

-„გილოცავთ! ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩემპიონია 🇬🇪“ – წერს ირაკლი კობახიძე.

-„🇬🇪 ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბაუტისტა აგუსტი დაამარცხა!
🎾 საქართველოს პირველმა ჩოგანმა ლეგენდარულ ესპანელ ჩოგბურთელს დოჰას საერთაშორისო ტურნირის ფინალში, 2 სეტში სძლია – 7:6(5), 6:2 ისტორიული გამარჯვება მოიპოვა✌️“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
-„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ამ შესანიშნავ ტრიუმფს!“- წერს ზაზა გაბუნია.

-„ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია! 🏆 “ – წერს თორნიკე რიჟვაძე.

-„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს და საქართველოს ამ დიდ წარმატებას!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები