ტრამპის განცხადებით, აპრილის ბოლოს აშშ-ის ყველა მკვიდრი ვაქცინას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, 2021 წლის აპრილის ბოლოსთვის ვაქცინას შეერთებული შტატების ყველა მკვიდრი მიიღებს. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა Politicoიუწყება.

„ყოველთვიურად ათასობით, მილიონობით დოზა იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა დემოკრატების კანდიდატს ჯო ბაიდენს კიდევ ერთხელ უსაყვედურა და აღნიშნა, რომ “ვაქცინების საწინააღმდეგო რიტორიკა მილიონობით სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს”.

ცნობისთვის, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი არ ენდობა ტრამპის ადმინისტრაციას კორონავირუსის უსაფრთხო ვაქცინის წარმოების საკითხში. პრეზიდენტობის კანდიდატი შიშობს, რომ რესპუბლიკელები ვაქცინის მიღებისა და სერთიფიცირების დაჩქარებას პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ და უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ.

 

წყარო:რეპორტ ჯი

კომენტარები