ტრისტან წითელაშვილი: ბელარუსში ბაიდენისტი ბანდიტები დამარცხდებიან, რითაც მსოფლიოში ფერადი რევოლუციების ეპოქა სამუდამოდ დასრულდება!

ბელარუსში მიმდინარე მოვლენები არის შეთქმულება არა ალექსანდრე ლუკაშენკოს, არამედ  კაცობრიობის და თვით ქრისტეს წინააღმდეგ, რადგან ქვეყნის გარედან, იმ ძალების მიერ იმართება, ვინც პლანეტის მასშტაბით უპირისპირდება ზნეობრივი ცხოვრების წესს, ოჯახის ინსტიტუტს და იმ ღირებულებებს, რასაც კაცობრიობა აქამდე აღიარებდა.  – „ეს არის ფერადი რევოლუციის უკანასკნელი მცდელობა, რომლის სცენარი ყველა ქვეყანაში ერთი და იმავე კალმით იწერება და თუ ბელარუსში ლიბერასტები ხალხის არჩეულ ხელისუფლებას დაამხობენ, შემდეგი აუცილებლად იქნება საქართველო!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სამხედრო ექსპერტმა, პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა: 

 – ბელარუსი აქამდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ქვეყნად იყო მიჩნეული, სულ ახლახან, 10 დღით მინსკში ვიყავი და საკუთარი თვალით ვნახე, რომ ქვეყანაში იყო სრული წესრიგი, ხელისუფლება მთლიანად, მშრომელი კლასის ინტერესებზე იყო მორგებული. მე ბელარუსში ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები ვერ ვნახე! გამუდმებით ვკონტაქტობდი ადგილობრივ მოსახლეობასთან, მაგრამ არ მომისმენია ლუკაშენკოს მიმართ რადიკალური განცხადებები და არც შესაბამისი განწყობა მინახავს. მინსკში ვნახე შესაშური წესრიგი, სუფთა ქუჩები, ფაბრიკა-ქარხნები, სადაც ადამიანები შრომობენ და სტაბილური შემოსავალი გააჩნიათ! სანაცვლოდ, მინსკში ვერ ვნახე ვერც ერთი უმუშევარი ადამიანი. ვერ ვნახე ქუჩაში მათხოვარი – იქ არავის შია და უსახლკაროდ არავინ არის! ვერ ვნახე სოროსული გრანტებით ნასაზრდოები არასამთავრობოების პერფორმანსები, ვერ ვნახე ლგბტ პირების აღლუმები და თარეში! 

 

 – მაგრამ, ლუკაშენკოს მიმართ სწორედ ეს პრეტენზია არსებობს – ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება იმდენად შეზღუდული ჰქონდათ, რომ პროტესტის გამოხატვას ვერ ბედავდნენ…

 

– საქმე იმაშია, რომ სახელმწიფოში არის დისციპლინა. მოსახლეობას კარგად ესმის, სად გადის ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასა და ანტისახელმწიფოებრივ გამოხდომებს შორის ზღვარი. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები იქაც  არავინ სდევნის, რადგან არ ცდილობენ საკუთარი ცხოვრების წესის გამოფენას და აღლუმების ჩატარებას, რადგან ბელარუსმა საზოგადოებამ იცის საზოგადოებრივი წესრიგის ფასი. საკუთარ ჭერქვეშ იქაც ყველა იმას სჩადის, რაც სურს, მაგრამ სახელმწიფო საჯარო სივრცეში არ აპარპაშებს საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს, მითუფრო, რომ ასეთი ჯგუფები ყველგან უცხოეთის რეაქციული წრეების გრანტებით არსებობენ და ფაქტობრივად უცხო ქვეყნების რეზიდენტებს წარმოადგენენ. აი, ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ბელარუსის ხელისუფლება. დიახ, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოახერხა, შეექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლის მქონე იმგვარი სახელმწიფო, სადაც კრიმინალის დონეც კი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. არც ერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ბელარუსში არ იდევნება! იდევნებოდნენ და ფაქტობრივად, აღარც არსებობდნენ ისეთი ჯგუფები, რომლებსაც შეეძლოთ ბელარუსის სახელმწიფოს სტაბილურობისთვის საფრთხე შეექმნათ – ფაქტობრივად, უცხოეთის სპეცსამსახურების აგენტებს! ვაცხადებ ხმამაღლა – დიახ, ასეთი პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ქვეყანაში! ჯგუფი, რომელიც გარყვნილებას ქადაგებს და ზნეობისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის ხაზის გადასმას გაიძულებს, რომელიც თავს გახვევს არეულობას, სისხლისღვრას და ქაოსს – უნდა ისჯებოდეს და ასეთ ქმედებებს, რასაც საზოგადოების უმრავლესობისთვის მხოლოდ ბოროტება მოაქვს – არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან! ჭეშმარიტად სუვერენულ ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ჯგუფები ვერ უნდა პარპაშებდნენ! 

– მაგრამ, მეამბოხეები ამტკიცებენ, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს სასარგებლოდ არჩევნები გაყალბდა. თქვენ როგორ მიგაჩნიათ?

– ტყუილია! ბელარუსში ამომრჩევლების 80-მა პროცენტმა ლუკაშენკოს მისცა ხმა. ეს ამომრჩევლების ის უმრავლესობაა, რომელიც ბელარუსის აღმშენებლობის ლუკაშენკოსეული მიდგომებით კმაყოფილია, მაგრამ ფერადი რევოლუციების სცენარი ყველა ქვეყანაში ერთი და იმავე კალამით იწერება. ეს განსაკუთრებით კარგად ვიცით ქართველებმა, ვინც ვარდების რევოლუცია საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. ქართველ ერს მსგავსი განუკითხაობა, უზნეობის ზეობა და ძალმომრეობა ისტორიის მანძილზე იშვიათად ჰქონია. ლიბერასტული ფაშიზმის ახალი სამიზნე დღეს ბელარუსია, სადაც ლგბტ-ს დროშები აქამდე არ აფრიალებულა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბელარუსის საპროტესტო გამოსვლების ლიდერთა უმრავლესობა სულაც არ არის ამ ქვეყნის მკვიდრი,  არამედ არიან პოლონეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და უკრაინიდან (საქართველოდანაც!) შემოსული ზონდერები. მათი საწვრთნელი სამხედრო ბაზა “ESA” მდებარეობს პოლონეთში, რომელსაც ხშირად სტუმრობს სააკაშვილი და მისი მარჯვენა ხელი, უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, ცნობილი ავანტიურისტი სემიონ სემენჩენკო. 

სემიონ სემენჩენკო

სწორედ ამ ბაზაზე ხდება დივერსანტების, ამფეთქებლების, სნაიპერების, მოიერიშე ზონდერების მომზადება, რომლებსაც შემდეგ ფერადი რევოლუციის მოსაწყობად იყენებენ. სხვათა შორის, საქართველოს უშიშროებამ ორიოდე წლის წინ უკრაინიდან სემიონ სემენჩეკოს მეთაურობით ჩამოსული ასეთი ჯგუფი გაანეიტრალა, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები – ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია ჰქონდა მიზნად დასახული, რის შემდეგაც იქნებოდა სისხლისღვრა და ძალაუფლებას დაიბრუნებდნენ ნაცები. პოლონეთის ბაზაზე ამ ჯგუფის მომზადებაში ფული სააკაშვილმა გადაიხადა! 

–  მაგრამ ეს ყველაფერი რა კავშირშია არჩევნების თემასთან?

 – ფერადი რევოლუციების სათავეში დღეს დგას ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯოზეფ ბაიდენი. რევოლუციის სცენარი ერთი და იგივეა: ნებისმიერი ინციდენტი – მკვლელობა, თვითმკვლელობა, სამართალდამცველთა გადაცდომა, მართვადი პროვოკაცია – შეიძლება გამოყენებულ იქნეს არეულობის დასაწყებად. შემდეგ საქმეში ერთვებიან უცხოეთიდან დაფინანსებული, ამ მიზნით ჩასაფრებული პოლიტიკური ძალები,  არასამთავრობოები, მართული მასმედია და ამგვარად იქმნება რევოლუციური სიტუაცია. საქართველოში ნებისმიერი კრიმინალური შემთხვევის გამოყენებას რომ საამისოდ ცდილობენ – უკვე აღარც გვიკვირს. გვახსოვს ბათუმის მოვლენები, როცა გადატრიალების დასაწყებად პოლიციელსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება გამოიყენეს, პოლიციის მანქანები ააყირავეს და დაწვეს, ვიტრინები ჩალეწეს… 

გვხსოვს თბილისში, ნარკომანების და ლგბტ-ს აგოორებული აქციები, გავრილოვის თემაზე დაწყებული განუკითხაობა. თვით ამერიკაშიც კი, ბაიდენმა ეს მეთოდი განახორციელა ტრამპის წინააღმდეგ, როცა პოლიციელის დანაშაულს კინაღამ რევოლუცია მოყვა. გამოსვლების დასაწყებად საუკეთესო მომენტია არჩევნების პერიოდი, როცა ერთი მუჭა მარგინალი უმცირესობა არჩევნების გაყალბებაზე აპელირებს, თუნდაც ბრალდების საფუძველი ბუნებაში არ არსებობდეს. ბელარუსშიც, მართული ქაოსის დასაწყებად სწორედ ეს მომენტი შეარჩიეს. 

 

შეძლებენ ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობას?

– ლუკაშენკომ უკვე გადალახა კრიზისული მომენტი და მთავრობა დაამტკიცა.  ამომრჩევლებს ვაჟკაცობის მაგალითი უჩვენა, როცა ხალხის გვერდით ავტომატით ხელში დადგა და გვერდში 15 წლის შვილი ამოიყენა. უკვე მოახერხა ძალოვანი ინსტიტუტების მობილიზაცია. მოსახლეობამ იცის, რომ ლუკაშენკო იცავს იმ მიღწევებს, რაც ბელარუსს თავისი მმართველობის პერიოდში მოუტანა. ოპოზიციამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა ლესბოსელ გოგონებს საჯაროდ ერთმანეთის კოცნა აიძულეს – ამან ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეებიც კი აღაშფოთა და ოპოზიციას ჩამოაცილა. 

ჩვენ არჩევნები ჯერ წინ გვაქვს და ეჭვი ნურავის შეეპარება, რომ თუ ბელარუსში გადატრიალება გამოუვიდათ, მსგავსი სცენარი აუცილებლად განმეორდება საქართველოში! უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნები რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ნაცები მზად არიან, გაყალბებულად გამოაცხადონ და ახალი ფერადი რევოლუცია წამოიწყონ. მაგრამ, არსებობს დასკვნისთვის მყარი საფუძველი, რომ ბელარუსში ბაიდენისტი ბანდიტები დამარცხდებიან, რითაც მსოფლიოში ფერადი რევოლუციების ეპოქა სამუდამოდ დასრულდება!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: „ასავალ-დასავალი”

 

კომენტარები