ტურიზმის სექტორი – 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდება

-„მიმდინარე კრიზისის მთავარი მახასიათებელი გაურკვევლობაა, ეს ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორზე ისახება.

მიმდინარე უპრეცენდენტო კრიზისის მთავარი მახასიათებელია გაურკვევლობა, ეს განსაკუთრებით ტურისტულ ნაკადებს ეხება, –  ამ სიტუაციაში ტურისტული ნაკადების აღდგენის პერსპექტივა, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში საკმაოდ გაურკვეველია. ჩვენს პროგნოზებში კონსერვატიულ მიდგომას ვინარჩუნებთ. შესაბამისად, ჩვენი პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას, –  წლის დარჩენილ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იქნება მინიმალური, რაც ნიშნავს, რომ საბაზო სცენარის მიხედვით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

კომენტარები