„უკვე წელიწადზე მეტია არც ერთი მოძღვარი არ შესულა დეკანოზთან ნუგეშისა და ზიარების მისაცემად“ – თორნიკე მამალაძე

-„ქრისტიანულ სათნოებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – პატიმართა მიმართ მზრუნველობის გამოჩენაა. ამ სათნოების ყველაზე აქტიური განმახორციელებელი საპატრიარქო და სასულიერი იერარქები უნდა იყვნენ, წესით. აი, უკვე წელიწადზე მეტია, საპატრიარქოდან არავინ შესულა მამა გიორგისთან ნუგეშისა და ზიარების მისაცემად. უფრო მეტიც, იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას რეგულარულად სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს, ამით დასაჯეს და სხვებსაც მიანიშნეს, რომ დეკანოზის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა დასჯადია საპარტიარქოს მხრიდან. ამბობენ, ისტორიული მოვლენები განმეორებისა და მიმსგავსების მუდმივ რეჟიმში არიანო და, მართლაც, ვხედავ, როგორ დაემსგავსა ჩვენი საპატრიარქო კაიაფას სინედრიონს, რომელმაც მაცხოვარი სასიკვდილოდ გაწირა”, – წერს ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.

თორნიკე მამალაძე

3 საათის წინ

ქრისტიანულ სათნოებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – პატიმართა მიმართ მზრუნველობის გამოჩენაა. ამ სათნოების ყველაზე აქტიური განმახორციელებელი საპატრიარქო და სასულიერი იერარქები უნდა იყვნენ, წესით. აი, უკვე წელიწადზე მეტია, საპატრიარქოდან არავინ შესულა მამა გიორგისთან ნუგეშისა და ზიარების მისაცემად. უფრო მეტიც, იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას რეგულარულად სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს, ამით დასაჯეს და სხვებსაც მიანიშნეს, რომ დეკანოზის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა დასჯადია საპარტიარქოს მხრიდან. ამბობენ, ისტორიული მოვლენები განმეორებისა და მიმსგავსების მუდმივ რეჟიმში არიანო და, მართლაც, ვხედავ, როგორ დაემსგავსა ჩვენი საპატრიარქო კაიაფას სინედრიონს, რომელმაც მაცხოვარი სასიკვდილოდ გაწირა.“

კომენტარები