“ურეიტინგო პოლიტიკურმა ჯამბაზმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი იაფფასიანი პერფორმანსი გვაჩვენა”-გია აბაშიძე:

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს-

“ურეიტინგო პოლიტიკურმა ჯამბაზმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი იაფფასიანი პერფორმანსი გვაჩვენა და ცრუ დაპირებები გადმოაფრქვია ნაცსექტის საყურადღებოდ.

ძებნილი შლეგი ბედავს და ლაპარაკობს ქართულ ღვინოზე, ყურძნის ფასზე და რთველის სუბსიდირებაზე მაშინ, როდესაც ნაცხელისუფლების დროს, გლეხს 20-30 თეთრს უხდიდნენ, დიდმოსავლიანობის დროს კი ყურძნის კრეფას უკრძალავდნენ და ისეთ პირობებს უქმნიდნენ, რომ გლეხი იძულებული იყო ვაზის მოყვანაზე ხელი აეღო.
შტაბკვარწირა ვაშაძის მოსკოვური კარიერისას, სსრკ-ს კომპარტიის პოლიტბიუროს წევრის, ეგორ ლიგაჩოვის მსგავსად იქცეოდა ნაცხელისუფლება – ქართველ გლეხს აიძულებდნენ ვენახის გაჩეხვას.

📍ჩავხედოთ სტატისტიკას. ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განხორციელებულმა სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ აღნიშნული სფერო მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი, მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა, ამოქმედდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა,
საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარეს. პანდემიამდე დარგი იმდენად განვითარდა, რომ ბოლო ორი წელი სუბსიდირების საჭიროებაც კი აღარ იდგა.

📍სტატისტიკა ასევე გვეუბნება, რომ ნაცხელისუფლების დროს, საქართველოდან ექსპორტზე გავიდა ჯამში 429.2 მილიონი დოლარის ღვინო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში (2020 წლის ივლისის ჩათვლით) ექსპორტზე გავიდა ჯამში 1 მილიარდ 216 მილიონი დოლარის ღვინო, ანუ 3-ჯერ მეტი.

📍2012 წელთან შედარებით, თითქმის ექვსჯერ გაიზარდა გადამუშავებული ყურძენის რაოდენობა და მოსავალი (2012 წელს 52 , ხოლო 2019 წლისთვის 272 ათასი ტონა ყურძენი).

📍2012 წელს არსებული 35 ათასი ჰექტარიდან, 2019 წლისთვის ვენახების ფართობი 55 ათას ჰექტრამდე გაიზარდა.
2013 წლიდან 2019 წლამდე ყურძნის რეალიზაციიდან კახელი მევენახეების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,2 მილიარდ ლარს მიაღწია. რაც ყველაზე ნიშვნელოვანია, 2013-2019 წლებში რთველი ჩატარდა ორგანიზებულად და არც ერთ მევენახეს არ შექმნია ყურძნის დაბინავების პრობლემა – გადაუმუშავებელი არ დარჩენილა არც ერთი კილოგრამი ყურძენი.

ეს რეალობაა და ეს იციან ჩვენმა მევენახეებმა, რომლებიც მიხეილ ცრუს მორიგ სიბრიყვეს არც კი დაუთმობენ ყურადღებას.”-წერს გია აბაშიძე

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები