ფაქტობრივად, ჩვენ ერთად ახლა უფრო მეტს ვაკეთებთ – იენს სტოლტენბერგი

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დღეს ალიანსი უფრო აქტიურია, ვიდრე ცივი ომის ბოლოს იყო. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ძალების რეკორდული გაფართოება დაიწყო 2014 წელს ყირიმის რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ.

„თუ ვლადიმერ პუტინის მიზანი იყო ნატოს გაფართოების შეჩერება, მაშინ მან ზუსტად საპირისპიროს მიაღწია“, – ციტირებს სტოლტენბერგის სიტყვებს The Wall Street Journal.

მისი თქმით, ნატოს გაფართოება რუსეთის შეკავების მიზანს უკავშირდება. სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახლა ევროპაში უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცია, ვიდრე შვიდი წლის წინ იყო.

”ფაქტობრივად, ჩვენ ერთად ახლა უფრო მეტს ვაკეთებთ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, ვიდრე მრავალი ათწლეულის განმავლობაში,” – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები