ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მამაკაცს, ის გარდაიცვალა

შს სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

„თბილისში, 15 სექტემბერს, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მამაკაცს. ის გარდაიცვალა.

პოლიციამ 1994 წელს დაბადებული პირი დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

კომენტარები