ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნება

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი თინა ბოკუჩავა იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ დაუდასტურა.

„ძალიან სწორი პოლიტიკური ნაბიჯია გადადგმული, რომ იდეა ფიქსი არ არის არც ერთი პოლიტიკოსისთვის სკამი და პარლამენტი. ფრონტის წინა ხაზზე დგანან და დადგებიან, ბოლომდე იბრძოლებენ. ეს არის რეფერენდუმი და არჩევნები, ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდება. ამიტომაც, ფრონტის წინა ხაზზე დგება ყველა პარლამენტარები. მარტო თინა ბოკუჩავა არ არის, პარლამენტის ყველა წევრი დგება ასეთ კვანძურ, სტრატეგიულ ქალაქებში კანდიდატებად და ბრძოლისთვის მზად არიან“, –  განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები