ქალმა დაკარგული შვილი პორნოგრაფიულ ვებგვერდ Pornhub-ზე იპოვა

ფლორიდის შტატში, ქალაქ სანრაიზში, ქალმა  დაკარგული შვილი პორნოგრაფიულ ვებგვერდ Pornhub-ზე იპოვა. სამართალდამცველები 15 წლის გოგოს დაახლოებით ერთი წელი ეძებდნენ.

ამ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Sun Sentinel-ი წერს. ავრცელებს.

არასრულწლოვნის დედამ შვილის პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტში აღმოაჩინა. პოლიციამ შეისწავლა 60-მდე ვიდეორგოლი. აღმოჩნდა, რომ 15 წლის გოგო ერთ-ერთ მსახიობთან ერთად მაღაზიის გამყიდველმა მიმდინარე წლის თებერვალში ნახა.

პოლიციელებმა კაცის ვინაობა დაადგინეს. 30 წლის კრისტოფერ ჯონსონის სახლზე თვალთვალი დაიწყო. ის დაკარგულ გოგოსთან ერთად დააკავეს.

მოზარდმა განაცხადა, რომ  ვიდეორგოლები მისი მონაწილეობით ჯონსონის სახლში იყო გადაღებული, ჯონსონი კამერის წინ სექსით დაკავებას აიძულებდა. გოგონა დაორსულდა, კრისტოფერ ჯონსონმა საავადმყოფოში წაიყვანა და აბორტი გაუკეთეს.

 

კომენტარები