ქართული ვაზის ერთ–ერთი უნიკალური ჯიში „უსახელოური“ ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიში

ქართული ვაზის ერთ–ერთი უნიკალური ჯიში „უსახელოური“ ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშია.

„უსახელოურისგან“ მზადდება განსაკუთრებული გემური თვისებებით გამორჩეული, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი, ინტენსიურად შეფერილი, შინაარსიანი, ენერგიული, სასიამოვნო არომატის ღვინოები. მისი შეფერილობა ბროწეულის ფერია.

აქვს სხვადასხვა ხილის არომატი, კერძოდ, მწიფე შინდის, რომელიც უფრო მომატებულადაა. გააჩნია ძალიან ჰარმონიული გემო და მაღალი გემური მაჩვენებელი.

ოყურეშის „უსახელოური“ თავისი გემური მაჩვენებლებით და ასევე შეფერილობით სრულიად განსხვავდება დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში ნაწარმოები ყურძნისაგან დამზადებული ღვინოებისაგან.

წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო უსახელოური იწარმოება იმავე სახელწოდების ყურძნის ჯიშისგან და გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ღვინო ქართულ ღვინოებს შორის.

ყურძენი მოყვანილია უსახელოურის ვაზის ისტორიული წარმოშობის ადგილზე კერძოდ ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშის ე.წ სამანდარიოს ტერიტორიაზე, სადაც განსაკუთრებით მაღალი ღირსების უსახელოური მოდის, ღვინო იმავე სოფელში მდებარე საოჯახო მარანში ძველი ტრადიციების სრული დაცვით მზადდება.
ჩვენი ვენახი იწამლება ტრადიციული წესით მხოლოდ შაბიამნით, შხამ-ქიმიკატების გარეშე.

კომენტარები