ქველმოქმედებისთვის შეგროვილ სათამაშოებს ოფისში მცხოვრები ძაღლი იპარავდა

აშშ-ში, ქალაქ ფრანკლინში ქველმოქმედებისთვის შეგროვილ სათამაშოებს ოფისში მცხოვრები ძაღლი იპარავდა.

პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლები სათამაშოებს საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის აგროვებდნენ. საშობაოდ ღარიბ ოჯახებს ურიგებდნენ. ათამაშოები მათთვის განკუთვნილი ოთახიდან პერიოდულად ქრებოდა. სამართალდამცველებმა არმოაჩინეს, რომ სათამაშოებს ოფისში მცხოვრები ძაღლი ბენ ფრანკლინი იპარავდა.

ამ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

ძაღლი სკოლებში მიჰყავთ, სადაც ის რთულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებთან ატარებს დროს და მათ დამშვიდებაში ეხმარება.

განყოფილების თანამშრომლებმა დააფიქსირეს, როგორ მოიპარა ძაღლმა ოთახიდან სათამაშო და ერთ-ერთ ოთახში, მაგიდის ქვეშ დამალა.

პოლიციელებმა ძაღლს სათამაშოების ოთახში შესვლა აუკრძალეს.

 

კომენტარები