ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება უკვე დაიწყო
45
ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება უკვე დაიწყო.
ამ მომენტისთვის სააგენტოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე 279 შეტყობინებაა შესული. შემოწმდა 191 ობიექტი, 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.
რაც შეეხება ტარიფებს, როგორც სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთი გოგილაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა,
-„კლინიკების დიდ ნაწილს მომსახურების გაძვირება მოუწევს. მათთვის დაწესებული ახალი რეგულაციები გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს ითვალისწინებს, – რესპირატორები, ბარიერები, თერმოსკრინინგის აპარატი და სხვა ინვენტარი, რომელსაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები ითვალისწინებს. კლინიკების ნაწილმა აღნიშნული ხარჯი ცალკე ტარიფში ასახა. არის შემთხვევები, როდესაც კლინიკები მომხმარებლისგან მომსახურების საფასურის გარდა 20 ლარის გადახდას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით თითოეული სამედიცინო დაწესებულება თავად იღებს ფინანსურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთი გოგილაშვილმა.