ქუთაისში ძარცვა – ნახევარ მილონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები

ქურდობა მოხდა ქუთაისში. ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს, შენობაში შეაღწიეს.

„ინტელექსპრესის“ ადვოკატის განცხადებით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცვველებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს, ადგილობრივები გამოკითხვაზე ჰყავდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები