ღვთისმშობელი დინიუსის ხატი – „ტყვია ღვთისმშობლის ხატზე შუბლს მოხვდა, უკან გაბრუნდა და თურქი მოკლა!“

ღვთისმშობელი დინიუსის ხატი. თურქების ოკუპაციის დროს საბერძნეთში ერთი თურქი ბერძნს მისდევდა დასაჭერად. ბერძენი ეკლესიაში შევიდა, რომ დამალულიყო, მაგრამ ვერ მოასწრო საკურთხეველში შესვლა, ღვთისმშობლის დიდი ხატის უკან დაიმალა, ხატი რომელიც სამფეხაზე იყო დამალული, რა თქმა უნდა, ბერძენი ჩანდა … ის ხატის უკან ისე იდგა, მისი თავი ზუსტად ემთხვეოდა ღვთისმშობლის თავს. თურქი ტაძარში შევიდა, დაინახა ბერძნი. თურქმა მიმოიხედა, დაინახა წმინდანთა ფრესკები , ღვთისმშობლის ხატი, მაგრამ მას არ შეეძლო შეეგრძნო წმინდანთა და ღვთისმშობლის მადლი. მან ბერძნულს შესძახა: – „რატომ დაიმალე მაგ ხის ფარდულის უკან ბერძენო ? როგორ ფიქრობ, ვერ გხედავ და ვერ მოგკლავ? ” – „დიდია ღვთისმშობლის მადლი, ცის დედოფალის” –  : უპასუხა ბერძენმა. „ ამიტომ ამ რთულ დროს მივმართავ მას და დახმარებას და დაცვას ვთხოვ და ვიცი რომ შემიწყალებს! ” თურქმა ამოიღო პისტოლეტი, ესროლა ბერძენს.. ტყვია ღვთისმშობლის ხატზე შუბლს მოხვდა, უკან გაბრუნდა და თურქი მოკლა! ასე გადაარჩინა ქრისტიანი დედაღვთისამ.. ღვთისმშობლის ამ ხატს ეწოდება” ღვთისმშობელი დინიუსი”, – თურქულად ნიშნავს დაბრუნებას, ღვთისმშობელის ხატს თურქული ტყვიისგან შუბლზე ხვრელი აქვს დღესაც. ღვთისმშობელის ეს ხატი დღეს ევიის ჩრდილოეთში არის დაბრძანებული ერთ ერთ ტაძარში. ვინც მთელი არსით ვინც ღვთისმშობელისადმი ლოცულობს და ითხოვს მის მოწყალებას და დახმარებას, ღვთისმშობელი მას ყოველთვის იცავს ამ ცხოვრების მრავალი ბოროტებისგან და განსაცდელისაგან!

კომენტარები