ყაზახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ყაზახმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყეს. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მეცნიერების ნამუშევარი დაარეგისტრირა. შესაძლო ვაქცინების ჩამონათვალში შეიყვანა.

ვაქცინაზე ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ. ვაქცინა ინფიცირებული ყაზახებისგან აღებული ვირუსის შტამს ეფუძნება.

კომენტარები