ყველაფერი დაიწვა ირგვლივ… ცეცხლმა ტაძარს გვერდი აუარა! – ლიზა გიორგაძის ვიდეო:

ლიზა გიორგაძე:

– “ყველაფერი დაიწვა ირგვლივ… ცეცხლმა ტაძარს გვერდი აუარა…🙏❤ ეს ულამაზესი მონასტერი, ღირსი დავითის სახელობის მამათა მონასტერია, ნახევარკუნძულ ევიაზე მდებარეობს და ორი დღეა ცეცხლის ალში იყო გახვეული. დიდება უფალს ! მონასტრის მამების ლოცვით და წმინდანთა მეოხებით ცეცხლმა მიმართულება იცვალა და ამგვარად არ დააზიანა მონასტერი ! არასამთავრობო ორგანიზაცია ივერონი-ს მომლოცველებს ხშირად მოგვილოცავს ეს მონასტერი. ბოლოს კი 30 მაისს ვიყავით ამ მადლით სავსე სავანეში, სადაც მოღვაწეობდნენ უდიდესი წმინდანები ღირსი დავითი და ღირსი იაკობი. მონასტრის ეზოში ღირსი იაკობის სამარხია და უდიდესი სიწმინდეებია დაბრძანებული. გუშინ 3 აგვისტოს იმძლავრა თუ არა ცეცხლმა, სამწუხაროდ მაშველი ძალა არსად ჩანდა და მონასტრის იღუმენის კურთხევით და ძალისხმევით წმინდა ნაწილები გადააბრძანეს დაცულ ადგილას, ხოლო მონასტრის მამები გულმხურვალედ ლოცულობდნენ! ლოცულობდნენ და ევედრებოდნენ წმინდანებს , მომხდარიყო სასწაული რომ მონასტერი არ დამწვარიყო ! დიდება უფალს და მოხდა სასწაული, მონასტერი გადარჩა და ეს ხომ წმინდანთა მეოხებით და შეწევნით მოხდა ! უფალო შეგვიწყალენ და გვიხსენ ამ განსაცდელისაგან რასაც დღეს, მთელი მსოფლიო გადის : უდიდესი ხანძრები, გამანადგურებელი წყალდიდობები, კატასტროფული ქარიშხლები, ზვავი და პანდემია ! უფალო შეგვიწყალენ! უფალო შეგვიწყალენ! უფალო შეგვიწყალენ! ამინ!”

წერს ლიზა გიორგაძე და ვიდეოკადრებს ავრცელებს: 

კომენტარები