ყველის მწარმოებელი ბრიტანული „გიგანტი“, პრემიერ-მინისტრს რძის პროდუქტებზე უარის თქმას მოუწოდებს

ყველის ბრიტანული ბრენდი „Applewood“, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიზნით, ერთი დღით რძის პროდუქტებზე უარის თქმას მოუწოდებს.

ბრენდმა 10 წლის წინ შექმნა კამპანია – „ორშაბათი ხორცის გარეშე“. წელს კი დაამატა კიდევ ერთი დღე – რძის პროდუქტების გარეშე.

„Applewood“-ის ბრენდის უფროსი მენეჯერი ლიზა ჰარისონი: „ჩვენ ვიწყებთ „ფლექსი პარასკევს“ – დღეს რძის პროდუქტების გარეშე, რადგან ბევრი რამ შეიცვალა – კლიმატი, გარემო,.. მხოლოდ ერთი დღე ხორცის გარეშე უკვე არასაკმარისია“.

წყარო: „vegetarian.ru“.

კომენტარები