ყოვლისმომცველი სტატუსის დაწერა დავაპირე სახალხო დამცველის ანგარიშზე, თუმცა საჭირო აღარ არის. ყველაფერი ისედაც ნათელია-ნოდარ რუხაძე

სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა და წერს –

“ორჯერ დავწერე და ორივეჯერ წავშალე. აქ იყოს მაინც, იქნებ წლების შემდეგ გამახსენდეს:

ყოვლისმომცველი სტატუსის დაწერა დავაპირე სახალხო დამცველის ანგარიშზე, თუმცა საჭირო აღარ არის. ყველაფერი ისედაც ნათელია.

დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, ჩემი ოცნება ახდება და 20 ივნისის ავტორებს ვნახავთ განსასჯელთა სკამებზე. დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო კი მათ ბევრი წლით შეუფარდებს პატიმრობას.

დიდი დრო რომ ჰქონდეთ ყველა იმ ადამიანზე ფიქრისთვის, რომელთა ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს იმ ღამეს.

ოპტიმისტურია, მაგრამ ეს ასე მოხდება.

თან 20 ივნისის ყველა მონაწილე დავესწრებით ამ პროცესებს.

მერე კი “სამართლიანობის აღდგენას” ვიზეიმბთ, ამავე დაპირებით მოსული ხელისუფლების წევრების გასამართლებით.”-წერს რუხაძე

როგორც ჩანს სახალხო დამცველის ბულინგის დრო დაუდგათ ნაციობალური მოძრაობის მხარდამჭერებს.

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები