ყურადღება! ბესო მიქავა 4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღეს საელჩოს წინ საქართველოს კონსტიტუციის დაწვავს!

 “იბერიულ-კავკასიური მოძრაობის” თავმჯდომარე, 9 აპრილის მონაწილე და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი ბესო მიქავა საქართველოში გარყვნილთა მიერ დაგეგმილ ე.წ. გეიპარადს აპროტესტებს და აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტი მახინჯი და უკანონო კონსტიტუციით არის გარანტირებული. – “4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკის საელჩოს წინ საქართველოს კონსტიტუცია უნდა დავწვა! ამ ბინძური ადამიანების ფუნაში ხელს არ ჩავყოფ, მაგრამ ესენი გეიპარადს ვერ ჩაატარებენ!” – აცხადებს გაზეთ “ასავალ-დასავალთან” სკანდალურ ინტერვიუში

ბესო მიქავა:

 

_ 1989 წლის 9 აპრილის ღამეს, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდექი, რუსთაველის პროსპექტზე ქართველი პატრიოტების წმინდა სისხლი იმიტომ არ დაღვრილა, რომ 2021 წლის 5 ივლისს იქ მამათმავლებმა და ლესბოსელებმა მარშით ჩაიარონ და პარადი ჩაატარონ! ვინც არ იცის, იმათ გასაგონად ვამბობ, რომ პარადის, როგორც საზეიმო სამხედრო მსვლელობის ტრადიცია დაამკვიდრეს ძველმა რომაელებმა, როცა იმპერიის ცენტრში გამარჯვებით დაბრუნებული სარდლები აუარება ხალხის თვალწინ თავიანთ ლეგიონერებთან ერთად ჩაივლიდნენ და თან ჩამოატარებდნენ დამარცხებული ქვეყნების სამხედრო ტყვეებს, ნაძარცვ-ნაალაფარს და ა.შ. ლესბოსელებისა და მამათმავლების მიერ საქართველოში პარადის ჩატარების პრეცედენტი იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ გარყვნილთა სექტამ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობაზე გაიმარჯვა. გარყვნილო მამათმავლებო და ლესბოსელებო, ქართველ ხალხს თქვენი ბინძური ქცევით ნუ გააბოროტებთ, თორემ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ამბავი! პარადის ჩატარება თუ გინდათ, ჩაატარეთ თქვენს აყროლებულ საწოლებში და ხალხს თავი გაანებეთ, ბავშვებს ნუ რყვნით, თქვე ურჯულოებო!

_ ბატონო ბესო, ოდესმე წარმოიდგენდით, რომ საქმე ისე წახდებოდა, მსგავსი მიმართვის გავრცელება მოგიწევდათ?

_ საქართველოში ბევრნაირი უმცირესობა არსებობდა, მაგრამ ამ მამათმავლებისა და დედათმავლების გარდა არავის მოსვლია თავში აზრად ქუჩაში პარადი გაემართა! ყველაფერი დაიწყო იმით, რომ საქართველოს დამაქცევრებმა _ სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა, რომლებმაც 1992 წლის 6 იანვარს სისხლიანი გადატრიალების შედეგად ხელისუფლება მიიტაცეს, მაშინვე გააუქმეს ზვიად გამსახურდიას მიერ მიღებული კონსტიტუცია. მთელი სამი წლის განმავლობაში, 1995 წლის 29 აგვისტომდე, ვიდრე შევარდნაძემ კონსტიტუცია არ მიიღო, ქვეყანა კონსტიტუციის გარეშე იყო დარჩენილი. მაგრამ შევარდნაძეს, როგორც ტირანს, არ ჰქონდა იურიდიული უფლება კონსტიტუცია მიეღო, რადგან ის და მთელი მისი ხელისუფლება უკანონო იყო. ერთმა უკანონობამ შვა მეორე უკანონობა… კერძოდ, უკანონო კონსტიტუციაში გაჩნდა ერთი უკანონო ჩანაწერი _ მუხლი 48ე, რომლის თანახმადაც, საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი! ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტი კონსტიტუციით არის გარანტირებული. მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ წერია. თურქეთი არასოდეს დემოკრატიული ქვეყანა არ ყოფილა, არც არის და არც იქნება, მაგრამ როცა ამერიკას უნდოდა, ნატოში მიიღეს. თურქეთს თავის კონსტიტუციაში არ ჩაუწერია, გინდათ თუ არა, ნატოში უნდა შევიდეთო! მაგრამ ამის მიუხედავად მიიღეს… ჩვენ კი მთელი ამ ხნის განმავლობაში აბუჩად გვიდებენ, გვატყუებენ, გვაიმედებენ და საბოლოო ჯამში ნატოს კარს მაინც არ გვიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ თუ ნატოელებს დავერწმუნებით, ჩვენთვის ეს კარი უკვე დიდი ხანი ღიაა. ჩვენ ამ სიყალბეს ერთხელ და სამუდამოდ თავი უნდა დავაღწიოთ და კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ემტერება და რუსეთთან გამუდმებული სამხედრო კონფლიქტის რეჟიმში გვამყოფებს, უნდა დაიფერფლოს!

_ კი მაგრამ, აკი რეფერენდუმი ჩაატარეს და ხალხმა ნატოში შესვლას დაუჭირა მხარიო!

_ 2003 წელს რეფერენდუმი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაყალბდა, რისთვისაც ქვეყანაში `ვარდების რევოლუციად~ სახელდებული სპექტაკლი მოეწყო! მაგრამ გაყალებებული რეფერენდუმის შედეგები პროპორციული არჩევნების შედეგებისგან განსხვავებით არვის “გაუპროტესტებია”. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია იმდენ სიყალბესა და უკანონობას იტევს, დასაწვავია. ამიტომაც 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკის საელჩოს წინ საქართველოს კონსტიტუცია უნდა დავწვა!

_ რატომ მაინცდამაინც ამერიკის საელჩოს წინ?

_ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირში, რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფი საბჭოთა საქართველოს სუვერენიტეტი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ამერიკის, ევროკავშირის, თურქეთისა და ირანის მიერ დამონებული ჩვენი უბედური ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი! სწორედ ამერიკაა იმ უბედურების სათავე, რომ საქართველოს პარლამენტში ცოცხალი კაცის _ შარლ მიშელის სახელობის ფრაქცია შეიქმნა! სწორედ ამერიკული გრანტებით იკვებებიან ის გახრწნილები, რომლებსაც შუა თბილისში გეიპარადის ჩატარება სურთ და ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები გვიწესებენ პირობებს ვინ რამდენი პროცენტი უნდა მიიღოს არჩევნებზე და რომელი მოსამართლე სად და როდის დაინიშნოს! ეს არის ყოვლად სამარცხვინო მდგომარეობა და მე, 9 აპრილის მონაწილე და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი, ბესო მიქავა პროტესტის ნიშნად საქართველოს კონსტიტუციას ამერიკის საელჩის წინ დავწვავ! კონსტიტუცია უნდა იცავდეს არსებულ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს უფლებებსა და ერის უფლებებს. ზვიად გამსახურდიას ფორმულა ასეთი იყო _ ჯერ დავიცვათ სახელმწიფოს უფლებები და მერე ადამიანის უფლებები! შევარდნაძის მიერ მიღებული უკანონო და დასაწვავი კონსტიტუცია, რომელსაც აუცილებლად ცეცხლს მივცემ, იცავს მხოლოდ სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს. კონსტიტუციასთან ერთად აუცილებლად დასაწვავია ანტიდისკრიმინაციული კანონიც, რომელიც საქართველოს სწორედ ამერიკამ და ევროკავშირმა მოახვიეს თავს. ეს მახინჯი კონსტიტუცია თუნდაც იმიტომ არის დასაწვავი, რომ კონსტიტუციის პირველი მუხლის მეორე პუნქტში სიტყვასიტყვით ასეთი რამ წერია _ `საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით!~ რას ნიშნავს ეს ჩანაწერი? მეორე დღეს, 22 დეკემბერს რა მოხდა ასეთი, რომ იმის შემდეგ ქვეყანა დაინგრა და დაიშალა? მოხდა ის, რომ ქვეყანაში დაიწყო პუტჩი, რომლის ლიდერები და მონაწილენი ამისთვის არავის გაუსამართლებია! პირიქით, ქვეყანა დღემდე იმართება სწორედ პუტჩისტებისა და მათი სულიერი და პოლიტიკური შვილების მიერ.

_ ბატონო ბესო, 5 ივლისს რა მოხდება?

_ ამ ბინძური ადამიანების ფუნაში ხელს არ ჩავყოფ, მაგრამ ესენი რუსთაველზე გეიპარადს ვერ ჩაატარებენ!

_ რას იზამთ, ხელს როგორ შეუშლით?

_ 5 ივლისს მე და ჩემისთანები რუსთაველზე ხატებითა და სანთლებით ხელში დავდგებით და ვილოცებთ, მაგრამ თუ გარყვნილები ჩვენს გვერდზე გაწევას და თავინთი ბინძური პარადის გამართვას შეეცდებიან, ჩვენ ლოცვის შეწყვეტის უფლებას არავის მივცემთ!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები