“შავ პიარს და ტალახის სტოლის კამპანიას ყავლი გაუვიდა” -გია ბარამიძე

შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ბარამიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს-“კრემლის პროპაგანდისტი ნანა კაკაბაძისას თუ დავიჯერებთ ესეიგი ქოცების პროკურატურა მე ხელს მაფარებს და თურმე ის შავი პიარისთვის შექმნილი ფილმი “დოკუმენტები” და “მტკიცებულება” ყოფილა.

და საზოგადოებამ კაკაბაძეს და ამ სასტიკი მკვლელებისა და კრიმინალების ოჯახის წევრებისა და ახლობლების უნდა დაიჯეროს და არა იქ მყოფი მართლაც ძალიან ბევრი გმირი (მათ ბანდიტების ტყვიებს შეუშვირეს შუბლი და 3 მათგანი დააკავეს) სპეცრაზმელისა და პოლიციელებისა?

იმ 2 ბანდიტს პირველებს რომ არ ესროლათ არც სროლა მოხდებოდა და დღესაც ცოცხლები იქნებოდნენ რიგორც მათი 3 თანამზრახველი კრიმინალი ვინ სასამართლომ მკვლელობებისთვის გაასამართლა და ქოცებმა ეგრევე ციხიდან გამოუშვეს.

ასე რომ ამ შავ პიარს და ტალახის სროლის კამპანიას უკვე ყავლი გაუვიდა.

საზოგადოება (ისევე როგორც მე) ენდობა არა კრიმინალებს არამედ პოლიციელებს. და ცხადია ისინი არიან გმირები (რადგან საზოგადოების უსაფრთხოებუსთვის მზად იყვნენ სიცოცხლე გაეწირათ) და არა დამნაშავეები.

P.S კაკაბაძემ და მისნაერებმა პასუხი გასცენ აფრასიძეების ბანდის მიერ მოკლულების ოჯახის წევრებს:
არღვლიანი ახლავ
უშხვანი ლაშა
დადეშქელიანი ომარ
ვიბლიანი ბადრი
ღმერთმა აცხონოს უდანაშაულოდ მოკლული ამ სვანი ვაჟკაცების სულები !”-წერს ბარამიძე

შეგახსენებთ, რომ გია ბარამიძის საქმიანობასთან და აფრასიცეების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი და კითხვა არსებობს, რაც ამ ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა.

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები