შალვა პაპუაშვილი: „ვლევა აჩვენებს, – მოსახლეობა ოპოზიციური პარტიების კინკლაობით დაღლილია“

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% – საშუალოდ, 36 %  – ცუდად.

-„რამდენადაც მოვასწარი გაცნობა, გრძელვადიანად თუ შევხედავთ, საქართველოს პარლამენტის მიმართ დღევანდელი ნდობა, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია, სწორედ თუ მახსოვს, ამიტომ ამ ჭრილში ვუყურებ ამ საკითხს და ეს პოზიტიური დინამიკაა. რაც შეეხება NDI-ის კვლევას, სამწუხაროდ, მასში არ აისახა ის საკითხი, რაც წინა კვლევის დროს ყველაზე დიდი ინტერესის სფერო იყო, კერძოდ, პარლამენტში შესვლის თემაზე კითხვა როგორც ჩანს, ამ გამოკითხვის დროს არ დასმულა.

NDI-ის კვლევა აჩვენებს, – მოსახლეობა ოპოზიციური პარტიების კინკლაობით დაღლილია,  იმ პარტიული კინკლაობით, რომლითაც დაკავებულნი არიან ჩვენი ოპონენტები. მათ სურთ, პარტიები, მათ შორის, პარლამენტში თანამშრომლობდნენ იმისთვის, რომ გადაწყდეს რეალური პრობლემები და არა ის გამოგონილი საკითხები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ასახელებენ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები