შეერთებული შტატები არ გაგზავნის თავის სამხედრო ძალებს უკრაინაში

 

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაგზავნის თავის სამხედრო ძალებს უკრაინაში

 

კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს გზების ძიებას, რათა დაეხმაროს უკრაინას თავისი თავდაცვის უზრუნველყოფაში და ეს მოიცავს უსაფრთხოების სხვა დახმარებას.

 

მისი თქმით, უკრაინაში დამატებითი როტაციული ჯარების გაგზავნა არ იგეგმება და ფლორიდის ეროვნული გვარდია ჩვეულ საქმეს განაგრძობს.

 

მანამდე The New York Times-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას ვერ შეძლებს. მათი აზრით, ალიანსში ევროპელ მოკავშირეებს ეჭვი ეპარებათ ამ ნაბიჯის აუცილებლობაში და ახალი წევრის მისაღებად ყველა ქვეყნის კონსენსუსია საჭირო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთს აქვს ეკონომიკური ბერკეტები ევროკავშირის ქვეყნებზე, ამიტომ ევროპელ მოკავშირეებს არ სურთ მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭება.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები