„შეზღუდვების მოხსნას თუ ბოროტად გამოვიყენებთ, მოსალოდნელია ცუდი სცენარი. . ეს დამოკიდებულია საზოგადოების“ – თენგიზ ცერცვაძე

-„შეზღუდვების მოხსნას თუ ბოროტად გამოვიყენებთ, მოსალოდნელია ცუდი სცენარი.

ბევრი მოელის, მდგომარეობა გაუარესდება და ქვეყნები იძულებულები გახდებიან ისევ შეზღუდვებზე გადავიდნენ, რაც ძალიან მტკივნეული იქნება. ასეთ შემთხვევაში ვერც ერთი ქვეყნის საზოგადოება ვეღარ შეხვდება ისე კეთილგანწყობილად, როგორც შეხვდა თავიდან.

თავიდან ჩვენთანაც ერთიანი იყო საზოგადოება პოზიცია, ოპოზიცია, ახალგაზრდა თუ მოხუცი…მთავრობას პირიქით უკიჟინებდნენ, არასაკმარისად მკაცრ ზომებს იღებთო.  გახსნა თუ გამოიწვევს ზრდას, სხვა ქვეყნებიც და ჩვენც იძულებულები გავხდებით,  ნაწილობრივ მაინც შემოვიღოთ ჩაკეტვები.

ჩვენ, შეზღუდვების გახსნას თუ ბოროტად გამოვიყენებთ,  გადავარდებით მეორე უკიდურესობაში, რომ შეზღუდვები მოიხსნა და რაც დავიკელით აქამდე, ყველაფერი ვაკეთოთ. მაშინ, მოსალოდნელია ის ცუდი სცენარი, რომ სწრაფად გაიზარდოს შემთხვევების რაოდენობა. ეს დამოკიდებულია საზოგადოების თვითშეგნებაზე, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ეს იტყვები. განსაკუთრებული საჭიროების გარეშე თავი უნდა შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან – სუფრებისგან, ქორწილებისგან, ქელეხებისგან. როდესაც გაიხსნება რესტორნები დავიცვათ სოციალური დისტანცირება”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ  „ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრში სტუმრობისას.

კომენტარები