შეზღუდვები ნაწილობრივ ისევ ბრუნდება! – კვების ობიექტებს სამუშაო დრო ისევ შეეზღუდებათ!

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები ნაწილობრივ ისევ ბრუნდება!

10 აგვისტოდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

საბჭოს გადაწყვეტილებით პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა.

ქორწილი, ქელეხი, იუბილე ისევ აიკრძალა! – სარიტუალო დარბაზები 10 000 ლარით დაჯარიმდება

კვების ობიექტებს სამუშაო დრო ისევ შეეზღუდებათ!

-„კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდული იქნება 00-დან 05 საათამდე პერიოდში. რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი, პირველ ეტაპზე დაჯარიმდება 10 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი ობიექტების დალუქვა.“ – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს:

-„ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, მას აქვს კიდევ ტენდენცია აღმასვლის, ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს.

ერთის მხრივ, აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია“.

ნახეთ ასევე:

კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან.

კომენტარები