შესაძლოა, COVID-19-მა ალცჰაიმერი გამოიწვიოს…

კლივლენდის კლინიკის მეცნიერებმა დაადგინეს, შესაძლოა, „COVID-19“-ს, თავის ტვინის მუშაობაზე გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს.

სამედიცინო ცენტრის განცხადებაში ნათქვამია:

-„მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადებისა და COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მონაცემების შესასწავლად  ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. მათ SARS-CoV-2-ით დაავადებული პაციენტების გენებისა და პროტეინებისა და იმ გენებსა და ცილებს შორის სიახლოვე გაზომეს, რომლებიც დაკავშირებულია რამდენიმე ნევროლოგიურ დაავადებასთან. ასევე  გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც SARS-COV-2-ს საშუალებას აძლევს  ტვინის ქსოვილებსა და უჯრედებს მოედოს.

მეცნიერებმა დაადგინეს მჭიდრო კავშირი ცილებს შორის, რომლებიც  რამდენიმე ნევროლოგიურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ალცჰაიმერთან, – შეიძლება, „COVID-19“-მა დემენცია ან მისი გამწვავება გამოიწვიოს. შესაძლოა, ვირუსის სამიზნეს ის გენები წარმოადგენდნენ, რომლებიც ტვინში ნერვულ ანთებასა და მიკროვასკულურ დაზიანებებს იწვევს”.

კომენტარები