„შეურაცხყოფა არ მინდა – ვაქცინაზე უარის თქმა, სერიოზულ გაუნათლებლობაზე მეტყველებს” – ანიტა რაჭველიშვილი

-„ვაქცინაცია რომ დაიწყება გირჩევთ ყველამ გაიკეთოთ! არავის შეურაცხყოფა არ მინდა მაგრამ ვაქცინაზე უარის თქმა რაღაც მითების გამო საკმაოდ სერიოზულ გაუნათლებლობაზე მეტყველებს!
ნუ გაწირავთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს! გაიკეთეთ ვაქცინა!”, – წერს ქართველი მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.

4 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. ინფიცირებულია 50 წელს გადაცილებული მამაკაცი.  თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება. იდენტიფიცირებულია ყველა კონტაქტი.

კომენტარები