შეშინებულ სტონტელბერგს რუსეთთან დიალოგის იმედი აქვს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მას სჯერა რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობის.

„მე მჯერა რუსეთთან დიალოგის, ის ჩვენი მეზობელია. ჩვენ უნდა შევამციროთ პოტენციური რისკები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას“, – განუცხადა ალიანსის
გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს ლატვიაში სამხედრო პოლიგონზე ვიზიტისას. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა უნდა აჩვენონ ერთობა ისე როგორც არასდროს, რადგან რუსეთს არ გაუჩნდეს რომელიმე ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის სურვილი.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები