შოთა დიღმელაშვილი: „როდესაც დამნაშავე ივანიშვილი ქვეყნიდან გაიქცევა, სადაც უნდა იქ შეუძლია განაგრძოს პოლიტიკური გველმოქმედება“

-„როდესაც დამნაშავე ივანიშვილი ქვეყნიდან გაიქცევა, სადაც უნდა იქ შეუძლია განაგრძოს პოლიტიკური გველმოქმედება. ამის გამო მოკავშირე ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭება იმის მკაფიო ინდიკატორი იქნება, რომ ახალი მმართველი კოალიციისთვის საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ქვეყანაზე წინ დგას.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ საქართველოს საერო თუ სასულიერო ხელისუფლება რუსეთის ბანაკში გადადის. გაიხსენეთ, როგორ ვთქვით უარი რუსეთის სანქცირების მიზეზებში უკრაინის გვერდით საქართველოს მოხსენიებაზე, ან როგორ არ ვაღიარეთ რუსეთის გავლენისგან თავის დახსნისთვის მებრძოლი უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობა.

გამოდიან ახლა ამის შემოქმედები, მხოლოდ ქლესობის უნარით რომ შეუძლიათ აღმოჩნდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების რადარებზე, ჩინოსნები, რომელთა უმოქმედობაც კი დანაშაულია, რადგან კრიმინალური არაფორმალური მმართველობის ლეღვის ფოთლობით უკვე აშავებენ და უსაფუძვლო აპლომბით უკრაინას კეთილმეგობრულ პარტნიორობაზე ლექციებს უკითხავენ.

თუ უკრაინასთან ურთიერთობაში რამე სირთულეა, პრობლემა იმ მიზეზშია, რა მიზეზითაც ივანიშვილს არა ჩვენ პარტიორთან, არამედ მტერთან მოუწევს ბინის დადება როცა დამარცხდება, როგორც ეს იანუკოვიჩმა ქნა“, – სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები