შსს: ევროპოლისა და ქართველი სამართალდამცველების თანამშრომლობით, კრიმინალური ქსელის – QQAAZZ-ის 20 წევრი დააკავეს

ევროპოლისა და ქართველი სამართალდამცველების თანამშრომლობით, კრიმინალური ქსელის- QQAAZZ-ის 20 წევრი დააკავეს, რომლებიც, კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ QQAAZZ-ს ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორაციული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად, თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში.

‘’შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და იგი ევროპოლის, ინტერპოლისა და სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა სახის ოპერატიული დახმარების აღმოჩენას“,

კომენტარები