ჩელიაბინსკელი ბიზნესმენი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

უბედური შემთხვევა სამშაბათს, 15 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:50 საათზე, იუჟნოურალსკ-მაგნიტოგორსკის გზატკეცილის 24-ე კილომეტრზე მოხდა.

„Land Cruiser“–ის 43 წლის მძღოლმა, რომელიც ასევე ბიზნესმენის დაცვას წარმოადგენდა, მაღალ სიჩქარეზე კონტროლი დაკარგა. მანქანა გზიდან თხრილში გადავარდა და გადატრიალდა.

წყარო: «znak.com»

კომენტარები