„ჩვენთან ეს რიცხვი 37 % -მდეა, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ, ვერც ერთი ქვეყანა“ – დავით გადელია

-„გამახვილდა ყურადღება რამდენიმე საკითხზე, რით შეუძლია სახელმწიფოს, მთავრობას, დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, – სასუნთქი აპარატები და ა.შ. ვისაუბრეთ, ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, 15-20 % იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, ალბათ, ამას ვერ გაუძლებს ვერც ერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, – რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი – კოვიდ-სასტუმროს პირობებში, ამისი საშუალება ჩვენ გვაქვს, ეს მართლა საქართველოში არის ასე, ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება,“ – განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ.

კომენტარები