„ჩვენი ამოცანაა, წლის ბოლომდე საქართველოში  შეგვეძლოს 10 000 „პისიარ“ ტესტის გაკეთება ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა. გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, კახეთში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

-„ სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ეკონომიკურად ძალიან უჭირს. სერიოზული პრობლემაა მოქალაქეებისთვის ყოველდღიური შემოსავლის დაკარგვა.

მთავრობას ესმის საკუთარი პასუხისმგეგიორგფიბლობა, რაც მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ უნდა შექმნან სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და ნორმალურ ცხოვრებაში დააბრუნებს.

თქვენ, ყველამ ჩემზე უკეთესად იცით,  საქართველო დღეს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის მდიდარი ქვეყანა. ეკონომიკურად საქართველოს საკმაოდ უჭირს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს უჭირს. მათთვის ყოველდღიური შემოსავლის არ ქონა, გაქრობა, შეზღუდვა, სერიოზული პრობლემაა.

ჩვენ გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოზე, მთავრობაზეა და ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში. ამიტომ, დღეს თუ ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით.

შემიძლია გითხრათ, თუ, მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ლუგარის ლაბორატორია, რომელზეც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ს, მათ გარეშე ეს ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში. თუდააავდებათა კონტროლის ცენტრი კრიზისის, ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში დღეში აკეთებდა 100-150 „პისიარ“ ტესტს, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეუძლია გააკეთოს ქვეყანაში 4500 „პისიარ“ ტესტი.

ჩვენი ამოცანაა, წლის ბოლომდე საქართველოში  შეგვეძლოს 10 000 „პისიარ“ ტესტის გაკეთება ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები