„ჩვენი ერის ნატვრა, რომ ნატოში შევა და ნატო ნამუსის ნარჩენებს არ ახდის და მის ომს მის ნაცვლად იომებს, არის ჩვენი ერის გამოთაყვანების დასტური“

ლევან ვასაძემ განაცხადა:

„ჩვენი ერის ნატვრა, რომ ნატოში შევა და ნატო ნამუსის ნარჩენებს არ ახდის და მის ომს მის ნაცვლად იომებს, არის ჩვენი ერის გამოთაყვანების დასტური.

გალაჩრებული ერი მხედართმთავრების ვაჟკაცობის ნაცვლად, მიწაზე ფორთხიალა მთავრებითურთ და ისრაელში გაქცეული ბარიგა სამხედრო მინისტრების, ბრძნული ღირსეული დიპლომატიის ნაცვლად, დიალოგისგან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამალალული შიშველი უკანალების მტერზე ჩვენებით და საჯარო ბოზობის ცქერით იგესლება.

ამავე ხალხის ნატვრა, რომ ნატოში შევა და ის ნატო ნამუსის ნარჩენებს არ ახდის და მის ომს მის ნაცვლად იომებს და უანგაროდ გამოესარჩლება, არის ამ ჩვენი ერის გამოთაყვანების დასტური. ყველაზე გარყვნილ ტელევიზიებს მაღალი რეიტინგი აქვთ, სუფთებს კი დაბალი.

დამარცხებული ერის ფსიქიკიდან ამოსვლის ჩვენ არანაირი შანსი ჯერ არ გვაქვს. ველით სასწაულს, მაგრამ შეიძლება ის არ მოგვეცეს, რადგან ღმერთის წესით არ ვცხოვრობთ.

ალბათობა იმისა, რომ როგორც მე ამას მიკიჟებენ, ვინც ამ ხორცის საკეპ მანქანაში (ქართულ პოლიტიკას ვგულისხმობ) შევა, ცოცხალი დარჩება და არჩევნებს მოიგებს და არ გახდება მერე იძულებული ამ ხალხის გაუტანლობის და იჭვნელობის გამო კომპრომისზე წავიდეს ეროვნულ პრინციპებთან და მერე რაც არ უნდა ქნას მასვე არ დაკორტნიან და არ აცვავენ ჯვარს – უდრის 0-ს“

კომენტარები