„ჩვენი საუბრის საფუძველი არის ის საერთო ისტორიული ფასეულობები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეებს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერევანში სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

გიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის.

„ჩვენ ნაყოფიერად ვისაუბრეთ. ჩვენი საუბრის საფუძველი არის ის საერთო ისტორიული ფასეულობები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეებს.

შევთანხმდით, რომ რეგიონში სტაბილურობა არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რამაც უნდა მოგვცეს საშუალება, ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის. ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პლატფორმებზე, კარგად ვთანამშრომლობთ ეკონომიკის მიმართულებით, კარგად ვთანამშრომლობთ კულტურის მიმართულებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა გახდეს უფრო ეფექტური, შედეგიანი და ინტენსიური. კიდევ ერთხელ მადლობა მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი საუბარი იქნება საქმიანი და შედეგიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო. გიორგი გახარიას პატივსაცემად, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

კომენტარები