„ჩვენს მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს -ფაქტი არ არსებობს – როგორ უნდა წარუდგინონ ბრალი ზემდგომ პირებს, მინისტრს, პრეზიდენტს, ჩემამდე არ დადის“- ივერი მელაშვილი

საქალაქო სასამართლოში, დავით გარეჯის საკითხზე ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართება.

ივერი მელაშვილის განცხადებით, ის და ნატალია ილიჩოვა მართლები არიან.

-„დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში. ჩვენს მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. არავითარი ბრალეულობა არ არის. მე ვიცი, – სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ადრე თუ გვიან სიმართლე იზეიმებს. მანჯგალაძე კომისიის თავმჯდომარე იყო, მინისტრის მოადგილე და ამავე დროს, სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე. რაც შეეხება ბრალდებას, მე არ ვიცი, რა აქვს პროკურატურას. პროკურატურას თავდაპირველადვე ისეთი ბრალდებები ჰქონდა, – ჩემი შთაბეჭდილებები შორს არის აღფრთოვანებისგან, მაგრამ რაც არ არსებობს, არ ვიცი, როგორ უნდა დაამტკიცონ.

რაც შეეხება  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბვრალეულობას, ზემდგომი პირებისგან უკანონო დავალება არ ყოფილა.  დეტალებზე არ არის სწორი, – დავიწყოთ საუბარი. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, – არაკანონიერი დავალება ან რამე მაგდაგვარი არ ყოფილა. თვითონ ფაქტი არ არსებობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჩემამდე არ დადის, როგორ უნდა წარუდგინონ ბრალი ზემდგომ პირებს ან კომისიის თავმჯდომარეს, მინისტრს, პრეზიდენტს?! თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. თავდაპირველადვე, ეს საქმე რომ იქნა წამოწყებული, მაშინაც ვთქვი, დღესაც ამ აზრზე ვარ,- ეს არის პოლიტიკური შეკვეთა, ყოველგვარ კანონს და საღ აზრს აცდენილი ბრალდება“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.  ისინი ბრალს არ აღიარებენ. ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

კომენტარები