„ჩვენ უნდა გვაწუხებდეს ჩვენი დაცემული ბუნება იმდენად, რომ სხვისი განკითხვის თავი არ გვქონდეს…“-დეკანოზი თეოდორე გიგნაძე 

-„მანქანა რომ მიდის და ტაბლოზე წითელი აენთება-წესით მანქანა უნდა გააჩერო, რაღაც პრობლემაა, როგორც კი ჩვენში ძლიერად მოდის განკითხვის იმპულსი და სხვების განსჯის იმპულსი, წითელი გაქვს ანთებული
და გამოფხიზლებაა საჭირო, სასწრაფოდ, რაღაც პრობლემა გაქვს და თუ დაცურდი ამ მიმართულებით, ამ დაცურებას საზღვარი არ აქვს, ის ჯოჯოხეთამდე ჩაგიყვანს, ისე, რომ გონზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ,
ვერც კი მიხვდები, რომ ეშმაკის კერძი ხდები და მას ემსგავსები, მაგრამ, როცა ადამიანი, მეტ-ნაკლებად ცდილობს არ განიკითხოს, არ განსაჯოს განკითხვის გაგებით, თორემ განსჯის უნარი რომ არ ქონდეს, ღმერთმა დაგვიფაროს, მიუტევოს და ა.შ აკონტროლოს საკუთარი თავი, მადლი მოიხვეჭოს, სიმდაბლით, სიმშვიდით, გულმოწყალებით იცხოვროს – როცა ადამიანი ამას ცდილობს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ხედავს საკუთარ თავს,
და საკუთარი თავი, თუ უფალმა მადლი მოგაკლო, საშინელ სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდებს,
ჩვენ უნდა გვაწუხებდეს ჩვენი დაცემული ბუნება იმდენად, რომ სხვისი განკითხვის თავი არ გვქონდეს.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი შეხვედრიდან I 16.03.2022
კომენტარები