ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში კორონავირუსის ახალი ეპიდაფეთქების გამო 108 მილიონი ადამიანი კარანტინში

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში კორონავირუსის ახალი ეპიდაფეთქების გამო 108 მილიონი ადამიანი კარანტინში მოექცა. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით, Bloomberg წერს.

კორონავირუსის 34 შემთხვევა გამოვლინდა.ხელისუფლებამ პროვინციაში ავტობუსების და სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა, დაიხურა სკოლები. მოხდა მოქალაქეების იზოლირება. ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის მხრიდან აღშფოთება მოჰყვა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანაში ეპიდემია დასრულდა.

გამოცემა  Bloomberg-ის ცნობით, შეზღუდვების მოხსნის პროცესი იქნება მყიფე როგორც ჩინეთში, ისე სხვა ქვეყნებში. ინფექციის მცირე გამოვლინებაც კი მკაცრი იზოლირების წესების აღდგენას გამოიწვევს.

ქალაქ შულანის ადმინისტრაცია აცხადებს:

„მკაცრი ზომები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოიღეს. ხელისუფლებამ საცხოვრებელი კომპლექსების დახურვის შესახებ განაცხადა. სახლიდან გასვლას დღეში ორი საათი, ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი შეძლებს. ქალაქში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა“.

კომენტარები