წინა ხელისუფლებამ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს – სოსო მანჯავიძემ, გიორგი იაკობაშვილმა და ია მეტრეველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დააფუძნეს

სოსო მანჯავიძემ, გიორგი იაკობაშვილმა და ია მეტრეველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დააფუძნეს.

ორგანიზაციის დამფუძნებლებმა ბრიფინგი გამართეს.

-„ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დაფუძნება ქვეყანაში არსებული ვითარების გამო გადავწყვიტეთ.

მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“. ეს  იმ ყოვლად აუტანელმა სიტუაციამ განაპირობა, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. –  ქვეყანაში ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი ტრიადა, „ნაციონალური მოძრაობის“, მათი მხარდამჭერი „ენჯეოების“ და გამხმოვანებელი მედიასაშუალებების სახით, მათ ქვეყანაში ისტერია შექმნეს. უნდა ითქვას, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ისინი ამკვიდრებენ ქვეყანაში ავადმყოფურ დღის წესრიგს. ჩვენი ამონაცაა, ამ ვითარებას შევეწინააღმდეგოთ და მოვახდინოთ ამ მიმართულებით საზოგადოების კონსოლიდაცია. ყველა მეთოდით, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, შევეცდებით, შევცვალოთ და დავასრულოთ ეს მდგომარეობა საქარველოში“, – განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა, სოსო მანჯავიძემ.

ორგანიზაციის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი იაკობაშვილმა განაცხადა:

-„დავასრულოთ“ მოქალაქეებს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ქმედებებს შეახსენებს.

ჩვენ იმ ტიპის ადამიანები ვართ, რომლებმაც თავი შევწირეთ იმ ეპიდემიასა და პანდემიასთან ბრძოლას, რომელიც უფრო დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ვიდრე „კოვიდ 19“. საუბარი მაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩემი მთავარი მიზანია, საზოგადოებას არ დაავიწყდეს, რა ხდებოდა წარსულში. დღეს საქართველო არის ომში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მთელი ავადმყოფური კლასტერის წინააღმდეგ. ყველა მეთოდი და ხერხი, ყველა საშუალება არის დასაშვები, რომ გადავრჩეთ, როგორც სახელმწიფო. „ნაციონაური მოძრაობის“ მთელ მმართველობას წითელ ხაზად გასდევს ერთი რაღაც, რომ ადამიანს დაეკარგა ღირსება“.

ია მეტრეველმა განაცხადა:

-„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც დღემდე გრძელდება, უნდა დასრულდეს.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დიდი მტრის წინააღმდეგ, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყანაში ვითარება გაუსაძლისი და აუტანელია. ახალგაზრდების სიცოცხლის ხარჯზე კადრულებენ ისეთ რაღაცებს, რაც აღარაფერში ჯდება. ჩვენი ორგანიზაციის სახელია „დავასრულოთ“ . საქართველს ისეთი მტერი არ ჰყოლია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, იმდენი ბოროტება არავი გაუკეთებია ქვეყნისთვის, რასაც ესენი ჩადიონდნენ.  ყველაფერს გავაკეთებთ იმის აღსაკვეთად, რაც დღეს ხდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, უნდა აიკრძალოს ეს კრიმინალი, დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა ეს ორგანიზაცია. ჩვემ შევძლებთ ამ ბოროტების დასრულებას“.

 

კომენტარები